ვიტამინი C აღმოაჩინა ალბერტ სენტ-გიორგიმ 1930 წელს. ის გვხვდება ბევრ ხილსა და ბოსტნეულში — განსაკუთრებით ციტრუსებში, კივიში, ბულგარულ წიწაკაში და პომიდვარში. ვიტამინი C იცავს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ჭრილობების შეხორცებაში.
პომიდვრის ხილი შეიცავს წყალს, შაქრებს, მჟავებს, ბოჭკოს, ვიტამინებს (C, A, K, B), მინერალებს (კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) და ლიკოპინს, რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტად ითვლება. პომიდვრის წვენი შეიცავს იგივე ნივთიერებებს, მაგრამ სითბოს ზემოქმედებით ვიტამინი C ნაწილობრივ იშლება, ხოლო ლიკოპინი უფრო კონცენტრირებული რჩება.